Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკისა და რუსეთის თავდაცვის უმაღლესი პირები ვაშინგტონში ხვდებიან ერთმანეთს


ამერიკისა და რუსეთის თავდაცვის უმაღლესი პირები ვაშინგტონში ხვდებიან ერთმანეთს. რობერტ გეიტსი და ანატოლი სერდიუკოვი პენტაგონში გამართავენ საუბრებს. გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტია ამერიკაში. ინტერფაქსთან ინტერვიუში გეიტსი ამბობს, რომ ამერიკა რუსეთს არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც პარტნიორს განიხილავს. თავდაცვის უმაღლესი პირები, სავარაუდოდ, ხელს რამდენიმე დოკუმენტს მოაწერენ. შესაძლოა, თავდაცვის უმაღლესმა პირებმა ისაუბრონ რუსეთის გადაწყვეტილებაზე, საკუთარი ტერიტორია დაუთმოს ამერიკულ ჯარებს ავღანურ ოპერაციაში გადაადგილებისთვის. ასევე, საუბარი შესაძლოა გაიმართოს სავარაუდო ამერიკული თავდაცვის სარაკეტო სისტემების შექმნაზე ევროპის ტერიტორიაზე, და ატომური იარაღის შემცირების პაკტზე, რომელსაც ხელი მოსკოვმა და ვაშინგტონმა წელს მოაწერეს.
XS
SM
MD
LG