Accessibility links

საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლა ამიერიდან ყველა საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება.

სკოლებში შემოდის ახალი საგნები - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება და სპორტის გაკვეთილები. გაიზრდება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საათები; იანვრიდან თბილისის საპილოტე სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ინტეგრირებული სწავლებაც დაიწყება. სკოლებში აიკრძალება ნაღდი ფულით ვაჭრობა და სასადილოებში ანგარიშსწორება ბარათებით მოხდება.

2010 წლის ბოლომდე, ქართველ პედაგოგებთან ერთად საჯარო სკოლებში 1000 ინგლისურენოვანი უცხოელი მასწავლებელი იმუშავებს.

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სკოლებში მანდატურები შევლენ. ამავე ქალაქების ყველა სკოლაში უკვე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები.
XS
SM
MD
LG