Accessibility links

ჰილარი კლინტონი: ისრაელისა და პალესტინელების ლიდერები „საქმეზე გადადიან“


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, ისრაელისა და პალესტინელების ლიდერები შეუდგნენ იმ, საკვანძო საკითხების განხილვას, რომლებიც ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტს იწვევს. კლინტონი იერუსალიმში იმყოფება, სადაც მოგვიანებით უმსაპინძლებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსა და პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს. ნეტანიაჰუს და აბასის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი დაიწყო სამშაბათს, ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში, მაგრამ, ცნობების თანახმად, მხარეებმა ვერ მიაღწიეს წინსვლას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობის საკითხში. პალესტინელები მოლაპარაკებიდან გასვლით იმუქრებიან, თუ დასახლებების მშენებლობა არ შეჩერდება. ისრაელ-პალესტინელების პირდაპირი მოლაპარაკება 2 სექტემბერს ვაშინგტონში განახლდა, 20 თვე შეჩერების შემდეგ.
XS
SM
MD
LG