Accessibility links

logo-print

ცნობების თანახმად, აშშ-ერაყის ერთობლივი რეიდის შედეგად სამოქალაქო პირები დაიღუპნენ


ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, შვიდი სამოქალაქო პირი და ორი ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპნენ ქალაქ ფალუჯაში ამერიკელი და ერაყელი სამხედროების ერთობლივი რეიდის შედეგად. ანბარის პროვინციის პოლიციის უფროსის, გენერალ-მაიორ ბაჰა ჰუსეინ ალ-კარხის განცხადებით, რეიდი მიმართული იყო „ტერორისტის სახლის“ წინააღმდეგ და შეტაკება მოჰყვა "ტერორისტების მიერ სროლის დაწყებას". სამოქალაქო პირები, ამავე წყაროს ცნობით, „ორმხრივ სროლაში მოჰყვნენ“, დაიღუპა შვიდი, დაიჭრა ოთხი სამოქალაქო პირი, დაიღუპა ასევე ორი ერაყელი ჯარისკაცი. ამერიკელი სამხედროების პრეს-მდივანმა დაადასტურა ცნობა ქალაქში „ინციდენტის“ დროს, სულ ცოტა, ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ. მისი თქმით, ინციდენტსი გარემოებებს გამოძიება დაადგენს. ამასობაში, ერაყის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ ცხრა ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა ქალაქ მოსულთან გზის პირას ჩადებულ ბომბზე ავტობუსის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG