Accessibility links

logo-print

ალასანია: პროექტი ერთ პიროვნებაზე, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტზეა მორგებული


საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს დღეს პარტია ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა. ირაკლი ალასანიამ კვლავ გამოხატა მისი პარტიის პოზიცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებული პროექტი ერთ პიროვნებაზე, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტზეა მორგებული და, შესაბამისად, მიუღებელია. დღესვე ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 30-მილიონიანი დახმარების იმპლემენტაცია ოქტომბრიდან დაიწყება. ირაკლი ალასანიას განცხადებით, თანხა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და მასმედიის გაძლიერებისთვის დაიხარჯება. ამასთან, ალასანიამ აღნიშნა, რომ აშშ-ის დახმარება მიზნად ისახავს პარტიათა პოლიტიკური ურთიერთობის კულტურის დამკვიდრებასაც, ამიტომ, გარკვეული თანხა მოხმარდება პოლიტიკური ორგანიზაციების პარტიულ მშენებლობასაც. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ცნობით, დახმარებას უშუალოდ აშშ-ის ადმინისტრაცია გააკონტროლებს.
XS
SM
MD
LG