Accessibility links

logo-print

„მაიკროსოფტი“ აპირებს, უფასოდ მისცეს სოფტვერი რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს


კომპანია „მაიკროსოფტის“ განცხადებით, ის უფასოდ მისცემს სოფტვერს რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს. „მაიკროსოფტის“ მოსკოვის ოფისის პრესმდივან, ირინა მეშკოვას თქმით, კომპანია ამზადებს უფასო სოფტვერის პროგრამას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებისთვის. ეს ნაბიჯი მოჰყვა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომ ამერიკული კომპანია რუსეთის მილიციას ეხმარება დისიდენტების დევნაში. ამ რეპორტაჟის შემდეგ, „მაიკროსოფტმა“ დაგმო რუსეთის ხელისუფლების მოქმედება, როგორც მეკობრეობის საწინააღმდეგო კანონების გამოყენება არასამთავრობო ორგანიზაციაზე ზეწოლის მოსახდენად და განაცხადა, რომ ამიერიდან უფასოდ მიაწვდის სოფტვერს რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს.
XS
SM
MD
LG