Accessibility links

logo-print

პოლონეთის პოლიციის განცხადებით, ის ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის დაპატიმრებას აპირებს


პოლონეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ჩეჩენი მეამბოხეების ემიგრანტ ლიდერ ახმედ ზაკაევს დააპატიმრებს, თუ ის, გეგმისამებრ, მომავალ კვირაში ჩავა პოლონეთში. პოლიციის პრეს-მდივან მარიუშ სოკოლოვსკის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნით, ინტერპოლს გაცემული აქვს ახმედ ზაკაევის დაპატიმრების ორდერი. როგორც სოკოლოვსკიმ აღნიშნა, ზაკაევს, დაპატიმრების შემთხვევაში, გადასცემენ სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტს მისი შესაძლო ექსტრადიციის საკითხს. ზაკაევს, რომელსაც მოსკოვი ტერორისტად მიიჩნევს, 2003 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა ბრიტანეთმა. ის აპირებს მონაწილეობას მსოფლიოს ჩეჩენთა ყოველწლიურ კონგრესში, რომელსაც ხუთშაბათსა და პარასკევს უპასმპინძლებს პოლონეთი.
XS
SM
MD
LG