Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპს დიდ ბრიტანეთში აქციებით დახვდებიან


დღეს ინგლისსა და შოტლანდიაში ვიზიტს იწყებს რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე. როგორც წინასწარ არის ცნობილი, ოთხდღიანი ვიზიტი საპროტესტო აქციების ფონზე ჩაივლის. ბრიტანელები უკმაყოფილო არიან პაპის უფროსი მრჩევლის, კარდინალ ვალტერ კასპერის გამონათქვამებით. ვიზიტამდე ერთი დღით ადრე პაპის მრჩეველმა განაცხადა, რომ აგრესიული ათეიზმის გამოვლინებებით დიდი ბრიტანეთი მას "მესამე სამყაროს ქვეყნების მსგავს ქვეყანას აგონებს". როგორც ვატიკანმა განაცხადა, პაპის მრჩეველი დიდ ბრიტანეთში ავადმყოფობის გამო არ ჩავა. რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტის ცნობით, პაპის ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე, გაზეთმა "გარდიანმა" გამოაქვეყნა ცნობილი ბრიტანელი საზოგადო მოღვაწეების წერილები, რომლებიც ნაწილობრივ სწორედ რომის პაპს სდებენ ბრალს როგორც აბორტის აკრძალვაში, ისე ჰომოსექსუალების უფლებების დაუცველობასა და კათოლიკურ ეკლესიაში დატრიალებულ სკანდალში, რომელიც ბავშვთა სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოვლენას მოჰყვა.

XS
SM
MD
LG