Accessibility links

logo-print

ბრიუსელი ევროკავშირის სამიტს მასპინძლობს


როგორც ვარაუდობენ, საფრანგეთიდან ბოშათა გასახლების საკითხი ჩრდილს მიაყენებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტს, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართება. სამიტამდე ერთი დღით ადრე საფრანგეთმა მიუღებელ, დაუჯერებელ და სკანდალურ რეპლიკად მიიჩნია იუსტიციის საკითხებში ევროკომისრის ვივიენ რედინგის განცხადება, რომელშიც კომისარმა ბოშათა საფრანგეთიდან გასახლება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტთა მიერ ბოშების დევნას შეადარა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დროულად მოაგვარონ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ბოშების საკითხი, რომლებსაც არანაირი მატერიალური შემოსავალი არ გააჩნიათ.

XS
SM
MD
LG