Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პაკისტანს 451 მილიონ დოლარს გამოუყოფს


საერთაშორისო სავალუტო ფონდი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ პაკისტანს სესხის სახით 451 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს. როგორც სავალუტო ფონდის განცხადებაშია აღნიშნული, თანხა დაუყოვნებლივ მიეწოდება ისლამაბადს. ამავე განცხადების თანახმად, პაკისტანის ეკონომიკას წყალდიდობამ მძიმე დარტყმა მიაყენა. განსაკუთრებით დაზიანდა სოფლის მეურნეობა, რომელზეც ქვეყნის დასაქმებულთა 45 პროცენტი მოდის.

XS
SM
MD
LG