Accessibility links

logo-print

უფლებადამცველები გმობენ ყირგიზეთის სასამართლოს განაჩენს


ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ყირგიზეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ეთნიკურად უზბეკი უფლებადამცველისთვის, აზიმ ასკაროვისთვის, სამუდამო პატიმრობის მისჯის შესახებ. ასკაროვი დამნაშავედ სცნეს ყირგიზი პოლიციელის მკვლელობაში. როგორც "ამნესტი ინტერნეშნლის" განცხადებაშია აღნიშნული, ასკაროვის მიმართ ბრალდებები შეთითხნილია. ორგანიზაცია მოუწოდებს ყირგიზეთის სასამართლოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ასკაროვი. თავის მხრივ, "ჰიუმან რაიტს უოჩი" აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლების ზეწოლას განიცდის და ყირგიზეთის მთავრობას სამართლიანი სასამართლოს ჩატარებისაკენ მოუწოდებს. ასკაროვი და კიდევ შვიდი ეთნიკურად უზბეკი დააკავეს ივნისში, უზბეკებსა და ყირგიზებს შორის მომხდარი სისხლისმღვრელი შეტაკებების დროს. როგორც "ამნესტი ინტერნეშნლი" აღნიშნავს, დაკავებამდე ასკაროვს ჰქონდა არაერთი დოკუმენტი, რომელიც ეთნიკურად უზბეკი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს ასახავდა.

XS
SM
MD
LG