Accessibility links

logo-print

ქმრის ღალატში ბრალდებული საქინე აშტიანი ციხეში გაროზგვის ფაქტს უარყოფს


ირანელი ქალი, რომელსაც ქმრის ღალატი ედება ბრალად და ქვით ჩაქოლვა აქვს მისჯილი, უარყოფს ციხეში გაროზგვის ფაქტს. სატელევიზიო ეთერით გამოსვლისას, სახე დაფარული ქალი, რომელიც, როგორც განაცხადეს 43 წლის საქინე აშტიანი იყო, ამბობს, რომ მასზე ციხეში ზეწოლა არ განხორციელებულა. აღნიშნული განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთ-ერთმა ბრიტანულმა გაზეთმა დაბეჭდა ფოტო, რომელზეც, როგორც პუბლიკაციის ავტორი მიუთითებს, ნაწამები საქინე აშტიანია აღბეჭდილი. ორი შვილის დედას ბრალი ღალატში ედება. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, საბოლოო ვერდიქტი ჯერჯერობით იგვიანებს.

XS
SM
MD
LG