Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოკატასტროფას ირანში 29 ადამიანი ემსხვერპლა


როგორც ირანული საინფორმაციო სააგენტო იუწყება, თეირანის მახლობლად მომხდარ ავტოკატასტროფას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათი ადამიანი კი დაშავებულია. საგზაო პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, ავარიის მიზეზი, რომელიც თეირანიდან სავეში მიმავალ ავტობუსს შეემთხვა, მძღოლის გადაღლილობა გახდა. საავტომობილო გზები ირანში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზებად ითვლება. ოფიციალური წყაროების განცხადებით, უკანაკსნელი 12 თვის განმვლობაში ავტოკატასტროფების შედეგად ირანში 23 ათასი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG