Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ახალ საგადასახადო კანონმდებლობას ბიზნესსექტორთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედავენ


პარლამენტში დღეს ახალ საგადასახადო კანონმდებლობას ბიზნესსექტორთან კიდევ ერთხელ გადახედავენ. ბიზნესის წარმომადგენლები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე არიან მიწვეულნი, რომელზეც საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, ხოლო გარკვეული მუხლები, მეორე მოსმენით უნდა განიხილონ. ახალი საგადასახადო კანონმდებლობის განხილვა დაჩქარებული წესით, პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის დასასრულს დაიწყო. დაჩქარებული განხილვის პოცედურა მთავრობამ და კანონმდებლებმა იმ გარემოებით ახსნეს, რომ ბიზნესს ახალ რეჟიმზე გადასასვლელად საკმარისი დრო ჰქონდეს. ახალი კანონმდებლობა 2011 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. პროექტის საბოლოოდ მიღება კი პარასკევის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

XS
SM
MD
LG