Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიასთან მოეწყობა გარემოვაჭრეთა და დევნილთა საპროტესტო აქცია


თბილისის მერიასთან დღეს გარემოვაჭრეთა და დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსი” აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, გარემოვაჭრეები მოითხოვენ გარევაჭრობის ცივილიზებული ფორმებით აღდგენას, დევნილები კი - მერიის საკუთრებაში არსებული ფართების მათთვის საცხოვრებლად გადაცემას. ჩხარტიშვილის თქმით, მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში ცივილიზებული ფორმით გარევაჭრობა დაშვებულია. მისი აზრით, გარევაჭრობა უნდა აღდგეს, თუმცა მისი წესები მერიამ უნდა დაადგინოს. გარემოვაჭრეები და დევნილები ბოლო ორი თვეა, სისტემატურდ მართავენ საპროტესტო აქციებს.

XS
SM
MD
LG