Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალტერ კელინი: "გალის რაიონში მდგომარეობა ძალიან რთულია"


დევნილთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლის, ვალტერ კელინის შეფასებით, გალის რაიონში მდგომარეობა ძალიან რთულია. ამის შესახებ კელინმა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" დევნილთა საკითხებზე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. "მე ვიყავი აფხაზეთში, ასევე - თბილისში გამომგზავრებისას - ვიყავი გალის რაიონშიც. ვნახე, რომ იქ უმძიმესი მდგომარეობაა. უფრო დეტალურ ინფორმაციას იქ არსებული ვითარების შესახებ საქართველოს ხელისუფლებას მივაწვდი", - განაცხადა კელინმა. ის შეხვდა სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებსაც. კელინი მათი საცხოვრებელი პირობებით კმაყოფილია, მაგრამ აცხადებს, რომ მთავარ პრობლემად რჩება დევნილების საარსებო წყარო. "თუ ხელისუფლებას მართლაც სურს, რომ ეს პროცესი ნორმალურად განვითარდეს და პროგრესს მიაღწიონ, მაშინ აუცილებელია დევნილებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა", - განაცხადა ვალტერ კელინმა.
XS
SM
MD
LG