Accessibility links

logo-print

ირაკლი ცირეკიძე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს


ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში, მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ტატამზე გასასვლელად მზად იყო. ამის შესახებ იაპონიის დედაქალაქიდან დაბრუნებულმა სპორტსმენმა წუხელ, აეროპორტში განაცხადა. ”ჩემი მიზანი იყო ჩემპიონატზე მომზადებული ჩავსულიყავი. თუმცა, მოხდა ისე, რომ დაგვიანების გამო ჩემპიონატს გამოვეთიშე. მიზეზებზე ფედერაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ”, - აღნიშნა ცირეკიძემ. ძიუდოისტის მწვრთნელის, ამირან ტოტიკაშვილის მტკიცებით კი, ცირეკიძის ტატამზე გასაყვანად მან ყველაფერი გააკეთა და სპორტსმენი შესაბამისად ჩაცმული რომ ყოფილიყო, არ დააგვიანებდნენ. მომხდარის ზუსტი მიზეზების დადგენას ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა შეეცდება, რომელიც უახლოეს დღეებში შეიკრიბება. დამნაშავეებისათვის მკაცრი სანქციების დაწესებაზე საუბრობს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს შეხვედრაზე დაგვიანების გამო 9 სექტემბერს გამოეთიშა. ტურნირიდან გამოთიშვამდე ირაკლი ცირეკიძე წარმატებით ასპარეზობდა. მან პირველი ორი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
XS
SM
MD
LG