Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ბრიტანეთში ვიზიტი დაიწყო


რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტი დაიწყო. ბენედიქტე რომის კათოლიკური ეკლესიის პირელი ხელმძღვანელია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბრიტანეთს. პაპი ჩავიდა ედინბურგში - შოტლანდიაში, სადაც მას დედოფალი შეხვდება. ამ ვიზიტს პაპი უკავშირებს იმედს, რომ ხელს შეუწყობს რომის კათოლიკურ ეკლესიასა და ანგლიკანურ ეკლესიას შორის დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესებას. მაგრამ პაპის სტუმრობას ჩრდილს აყენებს კათოლიკურ ეკლესიაში სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალები, რომლებმაც ეკლესიისადმი ნდობა შეარყია. პროტესტს იწვევს ასევე პაპის კურსი აბორტის, პრეზერვატივის გამოყენების და ჰომოსექსუალთა უფლებების საკითხებში. უთანხმოების გამომწვევ საკითხებს ოთხშაბათს დაემატა გერმანელი კარდინალის, ვალტერ კასპერის განცხადება, რომ თანამედროვე ბრიტანეთი „მესამე მსოფლიოს ქვეყანას“ ჰგავს და ზოგ შემთხვევაში „აგრესიული ათეიზმით“ ხასიათდება. ვატიკანმა მოგვიანებით გამოაცხადა, რომ კარდინალმა კასპერმა ბრიტანეთში ვიზიტში მონაწილეობა გააუქმა, ავადმყოფობის გამო.
XS
SM
MD
LG