Accessibility links

logo-print

ოფიციალური პირის ვარაუდით, ნაზარბაევი მორიგი ვადითაც აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას


ყაზახეთის პრეზიდენტის მრჩეველი იერმუხამეტ იერტისბაევი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 2012 წლის არჩევნებში მორიგი ვადითაც აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას. „მჯერა, რომ ის გადადგომას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში 2020 წლამდე... 2012 წლის არჩევნებში ის ვერ ხედავს მეტოქეებს და სისტემის შიდაპოლიტიკურ საფრთხეებს“, განაცხადა ნაზარბაევის მრჩეველმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ ინტერვიუში. 70 წლის ნურსულთან ნაზარბაევი 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართავს ყაზახეთს, სადაც მანამდე კომპარტიის ლიდერი იყო. მისი პრეზიდენტობის ამჟამინდელი ვადა 2012 წელს ამოიწურება. მაგრამ პარლამენტის გადაწყვეტილებით, მას უნდა შეეძლოს პრეზიდენტის პოსტზე დარჩენა მისთვის სასურველი ვადების რაოდენობით.
XS
SM
MD
LG