Accessibility links

logo-print

პარლამენტში დაიწყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომა


საქართველოს პარლამენტში დაიწყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ორდღიანი სხდომა. მისი გახსნისას რუსეთის მხრიდან ოკუპაციასა და მოსკოვის მიერ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის მომავალი კონსტიტუციის პროექტზეც. საკონსტიტუციო ცვლილებათა განსახილველად თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ექსპერტები.
XS
SM
MD
LG