Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ნიკოლოზ ფრუიძე


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის კოკა ფრუიძის დაკავების ფაქტი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია კონტროლის პალატის დასკვნა იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის თაობაზე. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, ფრუიძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამით ვაქცინის შესაძენად გამართულ ტენდერში უკანონოდ გაამარჯვებინა მის მეგობარს, კომპანია "ენ-ფარმა პლუსის"დირექტორს ბესარიონ გოცირიძეს. მთავარი პროკურატურის ცნობით, საერთო ჯამში გაფლანგული და მითვისებულია ბიუჯეტის კუთვნილი 700 ათასი ლარი. ამავე საქმის გამო, ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია "ენ-ფარმა პლუსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ნატროშვილი, ბესარიონ გოცირიძის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით დაუდგენელია.
XS
SM
MD
LG