Accessibility links

logo-print

ამერიკის სენატის კომიტეტმა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა


შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეთანხმებას მხარი დაუჭირა. დოკუმენტი განსახილველად სენატის მთლიან შემადგენლობას გაეგზავნება. კანონმდებელთა ნაწილი რესპუბლიკური პარტიიდან შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ შეთანხმება შეზღუდავს შეერთებული შტატების გეგმებს, რომელიც ქვეყნის სარაკეტო თავდაცვის სისტემების შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს. დოკუმენტს მიმდინარე წლის აპრილში შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი პრაღაში მოაწერეს. შეთანხმება დაახლოებით ერთი მესამედით ითვალისწინებს ორივე ქვეყნის ხელთ არსებული ბირთვული არსენალების შემცირებას.
XS
SM
MD
LG