Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა გლაზგოში წირვა ჩაატარა


რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ გლაზგოში ღია ცის ქვეშ ჩაატარა წირვა, როემლსაც ათობით ათასი ადამიანი დაესწრო. დაახლოებით 65 ათასი ადამიანი აღტაცებული შეძახილებითა და დროშების ფრიალით შეეგებნენ რომის პაპს, რომელიც ორღანის მუსიკისა და ჰიმნის თანხლებით ავიდა ბალაჰუსტონის პარკში დადგმულ სცენაზე. რომის პაპმა თქვა, რომ „კულტურის ევანგელიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ დროში.“ დღეს რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტი დაიწყო. ამ ვიზიტს პაპი უკავშირებს იმედს, რომ ხელს შეუწყობს რომის კათოლიკურ ეკლესიასა და ანგლიკანურ ეკლესიას შორის დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესებას. მაგრამ პაპის სტუმრობას ჩრდილს აყენებს კათოლიკურ ეკლესიაში სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალები, რომლებმაც ეკლესიისადმი ნდობა შეარყია.
XS
SM
MD
LG