Accessibility links

logo-print

პოლონეთის პოლიციამ დააკავა ახმედ ზაკაევი


პოლონეთის პოლიციამ დააკავა ჩეჩენ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერი ახმედ ზაკაევი, რომელიც ვარშავაში ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ზაკაევს რუსეთის ხელისუფლება ტერორიზმში ადანაშაულებს და ის საერთაშორისო ძებნილად იყო გამოცხადებული. ზაკაევი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა. დღეს დილით ზაკაევი თავად გამოცხადდა ვარშავის პროკურატურაში იმისათვის, რომ გაეგო რატომ იძებნებოდა.
XS
SM
MD
LG