Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი სესიაშვილი


ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი
ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი
17 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. სექტემბრის დასაწყისში ავღანეთიდან ლეიტენანტ შუკვანის ცხედარი ჩამოასვენეს. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს გეგმებში ავღანეთში პირველი სამხედრო მსხვერპლის შემდეგ? ან რამდენად გამართლებულია ავღანეთში, ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში ქართული კონტიგენტის ზრდა, მაშინ, როდესაც რისკი ძალიან მაღალია? ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი ჯარისკაცების კონტიგენტის ზრდა ავღანეთში გარკვეულწილად დაკავშირებულია ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებთან: ”სააკაშვილმა დაინახა, რომ ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა ამ ოპერაციაში მისთვის პოლიტიკურად მომგებიანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარდაჭერა აღმოუჩინა და მადლობა უთხრა მას ამ ნაბიჯისთვის, რაც მე გარკვეულწილად სახიფათოდ მიმაჩნია, ვინაიდან პრეზიდენტი უკვე მზად არის დამატებით გაგზავნოს იქ ქვედანაყოფები. საუბარია, რომ კონტიგენტი 2000 კაცამდე უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლების აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერანაირად ვერ დავეთანხმები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს საკუთარი სერიოზული პრობლემები, არის რეალური საფრთხეები, რაზეც თავად პრეზიდენტი საუბრობდა იგივე მოდელირებული ქრონიკის შემდეგ და მიმაჩნია, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც უსაფრთხოების გარემო არის საკმაოდ საშიში, ჩვენი საბრძოლო ქვედანაყოფების გაგზავნა სხვა ქვეყანაში, სხვა მისიაში, მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას”, - ამბობს სესიაშვილი.
XS
SM
MD
LG