Accessibility links

რუსეთი მუდმივად იკვლევს ქართული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს


რუსეთი მის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების გაძლიერებას და პირადი შემადგენლობის გაზრდას არ აპირებს - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განუცხადა ვაშინგტონში ვიზიტისას თანმხლებ ჟურნალისტებს. ანატოლი სერდიუკოვის თქმით, აგრესიის შესაკავებლად რუსეთს საკმარისი სამხედრო ძალა ჰყავს და აქვს რამდენიმე გეგმა, რომელიც რეგიონში მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტს ასახავს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, რუსეთი მას მოაგვარებს უმოკლეს დროში და არა ხუთ დღეში, როგორც ეს 2008 წელს იყო. სერდიუკოვმა ჟურნალისტებს ასევე აცნობა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მუდმივად იკვლევს ქართული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს და შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ზოგიერთი ქვეყანა საქართველოს შეიარაღებას განაგრძობს. ”ეს ხელს უშლის ჩვენს თანამშრომლობას აშშ-თან, ისრაელთან და ყველასთან, ვინც ამა თუ იმ ფორმით უწყობს ხელს საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმის შეიარაღებას” - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
XS
SM
MD
LG