Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაჩიში ათდღიანი გლოვა დაიწყო ცნობილი პოლიტიკოსის მკვლელობასთან დაკავშირებით


პაკისტანის უდიდეს ქალაქ კარაჩიში ათდღიანი გლოვა დაიწყო მას შემდეგ, რაც ლონდონში მოკლეს კარაჩის წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, იმრან ფარუკი. ის ხელმძღვანელობდა "მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობას", რომელიც თალიბანის წინააღმდეგ გამოდის და დიდი გავლენა აქვს კარაჩისა და სინდის პროვინციაში. მკვლელობასთან დაკავშირებით არავინ დაუპატიმრებიათ. ლონდონის პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება. გასულ თვეში სიცოცხლეს გამოასალმეს იმრან ფარუკის თანაპარტიელი, რაზა ჰაიდერი, რასაც კარაჩიში პოლიტიკური და ეთნიკური შეტაკებები მოჰყვა. მაშინ არეულობებს რამდენიმე ადამიანი შეეწირა. დღეს, იმრან ფარუკის მკვლელობის გამო ათდღიანი გლოვის დაწყებასთან დაკავშირებით, კარაჩის ქუჩები დაცარიელებული იყო, დაიხურა სკოლები და მაღაზიები. პოლიცია საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, ძალადობის საფრთხესთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG