Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე კანდიდატი და ოფიციალური პირი მოიტაცეს


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 20-მდე ადამიანი, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების კანდიდატები და საარჩევნო უწყების, სულ ცოტა, რვა წარმომადგენელი მოიტაცეს შაბათის საპარლამენტო არჩევნების წინ. თალიბანი არჩევნების ჩაშლით იმუქრება. მან უკვე იკისრა პასუხისმგებლობა ლაღმანის პროვინციის კანდიდატის მოტაცებაზე. ოფიციალური პირები ასევე მეამბოხეებს ადანაშაულებენ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბაღდისის პროვინციაში საარჩევნო უწყების რვა თანამშრომლის მოტაცებაში. 2500-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს შაბათისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, რომელმაც 249-ადგილიანი პარლამენტის შემადგენლობა უნდა გაარკვიოს. საქმე ეხება რიგით მეორე საპარლამენტო არჩევნებს ავღანეთში, 2001 წელს თალიბანის მმართველობის დამხობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG