Accessibility links

საქართველოს სარჩელის ზეპირ მოსმენას დღეს დაასრულებს გაეროს საერთაშორისო სასამართლო


რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებულ ზეპირ მოსმენას დღეს ჰააგაში დაასრულებს გაეროს საერთაშორისო სასამართლო. ქართველთა ეთნოწმენდისა და რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევის ბრალდებით, თბილისმა მოსკოვს 2008 წლის 12 აგვისტოს უჩივლა. ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წარმოადგენს თუ არა მის იურისდიქციას ამ საქმეზე მსჯელობა. ჰააგის სასამართლოსგან მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას ელიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთი.
XS
SM
MD
LG