Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კრიმინალური ავტორიტეტი" ასლან უსოიანი მისი მოკვლის მცდელობას გადაურჩა


მოსკოვში განხორციელდა თავდასხმა დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიჩნეულ ასლან უსოიანზე, რომელსაც „დედჰასანს“ უწოდებენ. საქმე ეხება, როგორც ჩანს, მისი მოკვლის მცდელობას, მაგრამ უსოიანი გადარჩა. როგორც იუწყებიან, უსოიანსა და კიდევ ერთ მამაკაცს, რომელსაც მის მცველად მოიხსენიებენ, ხუთშაბათს მოსკოვში ესროლეს და დაჭრეს. უფრო ადრე გავრცელებულ ცნობებში უსოიანი მოკლულად იყო მოხსენიებული, მაგრამ მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ის საავადმყოფოში მოათავსეს. 73 წლის ასლან უსოიანი პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტად“ არის მიჩნეული. ის თბილისშია დაბადებული.
XS
SM
MD
LG