Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში დააკავეს ხუთი ადამიანი, რომის პაპისთვის შექმნილ „საფრთხესთან“ დაკავშირებით


ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ლონდონში დააკავეს ხუთი მამაკაცი, რომის პაპ ბენედიქტე XVI-თვის შექმნილ საფრთხესთან დაკავშირებით. პაპმა ხუთშაბათს დაიწყო ოთხდღიანი ვიზიტი ბრიტანეთში და დღეს ლონდონში იმყოფება. ლონდონის პოლიციის ცნობით, 25-დან 50 წლამდე ასაკის ხუთი მამაკაცი ტერორიზმში ეჭვმიტანის საფუძველზე დააკავეს. დღეს პაპი კენტერბერის არქიესპისკოპოსს ხვდება და ცდილობს, ხელი შეუწყოს რომის კათოლკურ ეკლესიასა და ანგლიკანურ ეკლესიას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. საქმე ეხება რომის პაპის პირველ სახელმწიფო ვიზიტს ბრიტანეთში. ბენედიქტეს მოგზაურობა დაიწყო ედინბურგში, სადაც მას დედოფალი შეხვდა. მოგვიანებით პაპი გლაზგოში გაუძღვა ღია ცის ქვეშ ღვთისმსახურებას, რომელზეც 65 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.
XS
SM
MD
LG