Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისია: კონსტიტუციის პროექტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პრობლემად რჩება


ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს უწოდებენ სწორი მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, განსაკუთრებით 2004 წელს მიღებულ სადავო შესწორებებთან მიმართებით. თუმცა, მათი აზრით, პრობლემები რჩება, რომელთაგან მთავარი მთავრობის ფორმირების და მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხებია. ვენეციის კომისიის წევრებმა - რომლებიც თბილისს 16-17 სექტემბერს სტუმრობდნენ - პარასკევს გამართეს შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია. კომისიის წარმომადგენლებს ვიზიტისას უნდა შეეფასებინათ რამდენად არის გათვალიწინებული საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტში მათი რეკომენდაციები. საბოლოო რეკომენდაციებს კომისია ერთ თვეში, 15 ოქტომბრისთვის მიიღებს. პარალელურად, საქართველოს პარლამენტი უკვე მიმდინარე თვეში აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყებას.
XS
SM
MD
LG