Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპმა ლონდონში განაცხადა, რომ „ძალიან რცხვენია“ სასულიერო პირების სექსუალური ძალადობის გამო


რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ დღეს განაცხადა, რომ ძალიან რცხვენია ბავშვების წინააღმდეგ კათოლიკე სასულიერო პირების სექსუალური ძალადობის გამო. რომის პაპი დღეს ღვთისმსახურებას გაუძღვა ლონდონის უესტმინსტერის ტაძარში და გამოთქვა იმედი, რომ კათოლიკური ეკლესია შეძლებს, გაიწმინდოს ეკლესიის მსახურების ცოდვებისაგან და კვლავაც ერთგულად ემასხუროს ახალგაზრდების განათლებას. ბენედიქტემ ამ თემაზე ისაუბრა ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის მესამე დღეს, პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკურ მოღვაწეებთან შეხვედრების შემდეგ. დაგეგმილია ასევე ღია ცის ქვეშ ლოცვა ლონდონის ჰაიდ პარკში, სადაც მოელიან საპროტესტო აქციას, მიმართულს რომის კათოლიკური ეკლესიის კურსის წინააღმდეგ. გუშინ ლონდონში ექვსი მამაკაცი დააკავეს, პაპის ვიზიტის დროს ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანის საფუძველზე. ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ამ გარემოებას, ან დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ მოუხდენია რაიმე გავლენა პაპის ვიზიტის განრიგზე.
XS
SM
MD
LG