Accessibility links

logo-print

ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი რუსი აქტივისტის ბედი უცნობი რჩება


ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი რუსი აქტივისტის, ნიკოლაი ალექსეევის ბედი უცნობი რჩება მას შემდეგ, რაც ის სამი დღის წინ გაუჩინარდა მოსკოვის ერთ-ერთ აეროპორტში. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, მას მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება თვით ალექსეევისაგან, რომელიც წერს, რომ ბელორუსიაში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს. მაგრამ მეგობრები და ჟურნალისტები ვერ ახერხებენ მასთან ტელეფონით დაკავშირებას. ზოგი ახლობლის ვარაუდით, ალექსეევი რუსეთის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ალექსეევისაგან მოითხოვდნენ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან გაეტანა საჩივარი, რომელიც მოსკოვის მერიის წინააღმდეგ შეიტანა, ქალაქში ჰომოსექსუალთა აღლუმის აკრძალვის გამო. საფრანგეთის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს ალექსეევის საქმესთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG