Accessibility links

logo-print

ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერს შეუძლია, პოლონეთიდან გაემგზავროს


პოლონეთის სასამართლოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერს, ახმედ ზაკაევს შეუძლია, პოლონეთიდან გაეგმზავროს, თუ ამის სურვილი აქვს. სასამართლომ გუშინ გასცა ზაკაევის გათავისუფლების ბრძანება მას შემდეგ, რაც ის ვარშავაში დააკავეს რუსეთის მოთხოვნით გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე. ზაკაევი ხუთშაბათს ჩავიდა ვარშავაში, ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. პოლონეთის სასამართლოს პრესმდივან, ვოიჩეხ მალეკის განცხადებით, სასამართლოს არ დაუწესება რაიმე შეზღუდვა ზაკაევის გადაადგილებაზე. ბრალდებას შვიდი დღე აქვს მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. ნათელი არ არის, როდის შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება რუსეთის თხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ზაკაევის ექსტრადიციას ეხება. რუსეთი მას ტერორისტად მიიჩნევს. ახმედ ზაკაევი ბრიტანეთში ცხოვრობს, სადაც მას 2003 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა.
XS
SM
MD
LG