Accessibility links

logo-print

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამირან ტოტიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ეს ნაბიჯი უკავშირდება ტოკიოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტს, როცა საქართველოს ნაკრების წევრმა, ირაკლი ცირეკიძემ ტატამზე გასვლა დააგვიანა, რის გამოც ის შეჯიბრებიდან მოხსნეს. დღეს თბილისში გაიმართა ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც ტოკიოს ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტი შეფასდა, როგორც დაუდევრობა და პასუხისმგებლობა დაეკისრა მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბს.
XS
SM
MD
LG