Accessibility links

logo-print

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


ავღანეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელთა თანმხლებმა ძალადობამ, გავრცელებული ინფორმაციით, 14 ადამიანი შეიწირა. იუწყებიან ასევე ელექტორატის პასიურობის შესახებ. ვარაუდობენ, რომ ბევრი ამომრჩეველი შეუშინდა შესაძლო თავდასხმებს, რომლებითაც თალიბანი იმუქრებოდა, მისივე განცხადებით, არჩევნების ჩასაშლელად. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბისმულაი მოჰამადის განცხადებით, 14 ადამიანი, მათ შორის 11 სამოქალაქო პირი შეიძწირა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულმა თავდასხმებმა. ავღანეთისა და მრავალეროვანი ჯარების ათასობით ჯარისკაცი იყო განთავსებული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 1000-ზე მეტი საარჩევნო უბანი მაინც ვერ გაიღო მწვავე საფრთხის გამო.
არჩევნების თანმხლები ძალადობის გარდა, იუწყებიან საარჩევნო დარღვევების, მათ შორის, გაყალბებული ბიულეტენებით სავსე ყუთების აღმოჩენის შესახებაც. 2500-მდე კანდიდატია ჩართული ბრძოლაში პარლამენტის ქვედა პალატის, ანუ ვოლესი ჯირგას 249 ადგილის მოსაპოვებლად. დღევანდელი არჩევნების წინასწარი შედეგები 8 ოქტომბრამდე არ იქნება ცნობილი, ხოლო საბოლოო შედეგებს 30 ოქტომბრისთვის მოელიან.
XS
SM
MD
LG