Accessibility links

logo-print

ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის მონაწილეები გაეროს საგანგებო ტრიბუნალის შექმნას სთხოვენ


ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეები გაეროს მოუწოდებენ, შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, ჩეჩნეთში ჩადენილ დანაშაულთა გამოსაძიებლად. ამ მოწოდებით პოლონეთში, ვარშავასთან გამართულ ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის 250-მდე მონაწილე გამოვიდა. პოლონეთის საინფორმაციო სააგენტო აქვეყნებს რეზოლუციის ასლს, რომელშიც ნათქვამია, რომ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება ჩეჩნეთში „მასობრივი მკვლელობების, მასობრივი სასაფლაოებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების“ პრობლემებთან დაკავშირებით. რუსეთმა პროტესტი გამოთქვა კონგრესის ჩატარებასთან დაკავშირებით და სცადა, მიეღწია ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერ ახმედ ზაკაევის ექსტრადიციისთვის. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ ზაკაევი კონგრესში მონაწილეობას აპირებდა. ის მართლაც ჩავიდა პოლონეთში, სადაც ის დააკავეს. მაგრამ მოსამართლემ იმავე დღეს, პარასკევს გასცა ზაკაევის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რადგან, პოლონეთმა, მოსამართლის შეფასებით, უნდა გაითვალისწინოს ზაკაევის, როგორც პოლიტიკური დევნილის სტატუსი, რომელიც მას 2003 წელს მიანიჭა ევროკავშირის წევრმა ბრიტანეთმა. პოლონეთის სასამართლოს პრესმდივნის განცხადებით, სასამართლოს არ დაუწესება რაიმე შეზღუდვა ზაკაევის გადაადგილებაზე, ამდენად მას შეუძლია პოლონეთიდან გაემგზავროს, თუ ამის სურვილი აქვს.
XS
SM
MD
LG