Accessibility links

logo-print

ბერლინში გაიმართა ბირთვული ენერგიის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი დემონსტრაცია


ბერლინში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციაში, რომელიც, ორგანიზატორების განცხადებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ. ბერლინის ცენტრში გამართული აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ კანცლერ ანგელა მერკელის მთავრობის გეგმის გამო, საშუალოდ, 12 წლით გაახანგრძლივოს ატომური ელექტროსადგურების მოქმედება. პოლიციის შეფასებით, რომელიც დემონსტრაციის დასაწყისშივე გაკეთდა, აქციაში 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ დემონსტრანტების რიცხვი 100 ათასს აღწევდა.
XS
SM
MD
LG