Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი იცავს რუსეთისთვის სამხედრო ხომალდების შესაძლო მიყიდვას


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ერვე მორენი გამართლებულად მიიჩნევს რუსეთისთვის სამხედრო ხომალდების შესაძლო მიყიდვას და უარყოფს შეფასებას, რომ ასეთი გარიგება შესაძლოა, საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ იყოს მიმართული. ნატოს ზოგი წევრი გამოთქვამს შეშფოთებას „მისტრალის“ ტიპის შვეულმზიდების რუსეთისთვის მიყიდვის პერსპექტივის გამო, რადგან არ გამორიცხავს, რომ ამ საბრძოლო ხომალდებს მოსკოვი მომცრო მეზობლების წინააღმდეგ გამოიყენებს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა პარასკევს ნიუ-იორკში, გაეროში გამოსვლისას განაცხადა, რომ ასეთ საფრთხეს ვერ ხედავს - მისი თქმით, რუსეთი საბჭოთა კავშირი აღარ არის, ამასთან, რუსეთისთვის რამდენიმე ხომალდის მიყიდვა მნიშვნელოვნად არ შეცვლიდა ძალთა ბალანსსა და სტრატეგიულ ვითარებას რუსეთსა და მასზე გაცილებით უფრო პატარა საქართველოს შორის. ერვე მორენის განმარტებით, საფრანგეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუსეთთან დიალოგს, რაც სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებსაც ეხება.
XS
SM
MD
LG