Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეციაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


შვეციაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ელექტორატი უპირატესობას მიანიჭებს ამჟამად მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალებს. მოსალოდნელია ასევე ულტრამემარჯვენეების შესვლა პარლამენტში. თუ გამართლდა ვარაუდი და ძალაუფლება შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრ ფრედრიკ რეინფელდის კოალიციამ, რომელიც ოთხ პარტიას აერთიანებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა შვეციაში, როცა ზედიზედ მეორე ვადით აირჩევენ მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალებს. ეს მოასწავებს ასევე მარცხს სოციალ-დემკორატებისთვის, რომლებიც 80 წელი დომინირებდნენ შვეციის პოლიტიკაში.
XS
SM
MD
LG