Accessibility links

ჰილარი კლინტონი ირანს მოუწოდებს, არ დაუშვას სამხედროების გავლენის გაზრდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს ირანელ ხალხს მოუწოდა, უარი თქვან, კლინტონის თქმით, ირანელი სამხედროების როლისა და ძალაუფლების გაზრდაზე. კლინტონის განცხადებით, შეერთებულ შტატებში მზარდ შეშფოთებას იწვევს ირანში სამხედრო ძალების როლის გაზრდა. ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში კლინტონი გამოთქვამს იმედს, რომ ირანელები გამონახავენ გზას სამხედროების გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
XS
SM
MD
LG