Accessibility links

logo-print

ავღანეთში საარჩევნო ბიულეტენების დათვლას შეუდგნენ


ავღანეთში სააჩრევნო ბიულეტენების დათვლას შეუდგნენ, გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. კენჭისყრამ ძალადობის, გაყალბების ბრალდებების და ელექტორატის პასიურობის ფონზე ჩაიარა. ჩვენი რადიოს კორესპონდენტების ცნობით, ბიულეტენების დათვლის პროცესი, სავარაუდოდ, დღეები გაგრძელდება. საარჩევნო კომისიებს მრავალი საჩივრის განხილვაც მოუწევთ. ამასობაში გაერომ, ნატომ და ევროკავშირმა გააკეთეს განცხადებები, რომლებშიც აქებენ ავღანელებს, არჩევნებში ძალადობის საფრთხის მიუხედავად მონაწილეობისთვის. თალიბანი წინასწარვე იმუქრებოდა თავდასხმებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არჩევნების დროს, სულ ცოტა, 11 სამოქალაქო პირი და სამი პოლიციელი იქნა მოკლული. მთელს ავღანეთში 33 აფეთქება და 63 სარაკეტო იერიში მოეწყო. ჯერ არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ.
XS
SM
MD
LG