Accessibility links

logo-print

აფეთქებამ ავღანეთში რვა ბავშვი შეიწირა


რვა ავღანელი ბავშვი დაიღუპა ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე კუნდუზის პროვინციაში, რაკეტით თამაშის დროს. ალი აბადის რაიონის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, შვიდი ბავშვი ადგილზევე დაიღუპა, მერვე - მოგვიანებით, საავადმყოფოს გზაზე. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რაკეტა სოფელს შაბათს, საპარლამენტო არჩევნების დღეს ესროლა თალიბანმა, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ იერიშებს მოაწყობდა კენჭისყრის ჩასაშლელად.
XS
SM
MD
LG