Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ჯუთაში ქვების ჩამოშლას 24 წლის მთასვლელი ემსხვერპლა


სოფელ ჯუთაში ქვების ჩამოშლას 24 წლის მთასვლელი ზურაბ ებანოიძე ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ყაზბეგის რაიონის გამგებელმა გოჩა მალანიამ განუცხადა, ახალგაზრდა მთიდან დაგორებულმა ლოდმა მოიყოლა. ალპინისტების ათკაციანი ჯგუფიდან სხვა არავინ დაშავებულა. მალანიას ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციამ და სამაშველო სამსახურებმა დაღუპული ახალგაზრდა რაიონში წუხელ, ღამის 12 საათისთვის ჩამოასვენეს. 24 წლის ახალგაზრდა წუხელვე თბილისში, საკუთარ სახლში გადმოასვენეს.
XS
SM
MD
LG