Accessibility links

logo-print

ისრაელი შეშფოთებულია რუსეთის მიერ სირიისთვის იარაღის მიყიდვით


ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს განცხადებით, მან ვერ შეძლო, თავიდან აეცილებინა რუსეთის მიერ სირიისთვის გემსაწინააღმდეგო რაკეტების მიყიდვა. ნეტანიაჰუმ რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიასთან იარაღზე გარიგება „ძალიან პრობლემური“ იქნებოდა ისრაელისთვის. ეს საკითხი ისრაელის მთავრობის რამდენიმე სხვა წევრმაც წამოჭრა, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა, მიმდინარე თვეში მოსკოვში ვიზიტის დროს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა გასულ კვირაში ვაშინგტონში გამოაცხადა, რომ მოსკოვი აპირებს, შეასრულოს სირიასთან 2007 წელს ხელმოწერილი შეთანხმება. ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მათში ღრმა შეშფოთებას იწვევს თანამედროვე რაკეტების მიწოდება სირიისთვის, რომელიც მხარს უჭერს ჰიზბოლას ლიბანში და ჰამასს ღაზის სექტორში.
XS
SM
MD
LG