Accessibility links

logo-print

ათასობით სომეხი შეიკრიბა ღვთისმსახურებაზე თურქეთში მდებარე ახტამარის ეკლესიაში


თურქეთმა სომხებს მისცა უფლება, ბოლო თითქმის 100 წლის მანძილზე პირველად ელოცათ ვანის პროვინციაში მდებარე ახტამარის ეკლესიაში. თურქეთში 2007 წელს აღადგინეს ახტამარი - X საუკუნის ძეგლი, რომელიც ვანის ტბაში, კუნძულზეა აღმართული და ის მუზეუმად აქციეს. მიმდინარე წელს თურქეთის მთავრობა დაყაბულდა ახტამარში მლოცველების წელიწადში ერთხელ შეკრებას, რასაც უწოდებს კეთილი ნების ჟესტს სომხეთისა და თურქეთის სომხური უმცირესობის მიმართ. გავრცელებული ინფორმაციით, კვირას გამართულ ღვთისმსახურებას ათასობით ადამიანი დაესწრო.
XS
SM
MD
LG