Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საჰაერო შეტევის შედეგად ხუთი პაკისტანელი მეამბოხე დაიღუპა


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში შეერთებული შტატების უპილოტო ვერტმფრენის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 5 პაკისტანელი მეამბოხე დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეტევა განხორციელდა ექსტრემისტთა ბანაკზე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში, ავღანეთის საზღვართან ახლოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმდინარე თვეში, შეერთებული შტატების მიერ თალიბების წინააღმდეგ განხორციელებული ეს უკვე მეთოთხმეტე საჰაერო იერიშია. მეამბოხეები, რომლებიც ჩრდილოეთ ვაზირისტანს აკონტროლებენ, რეგულარულად ახორციელებენ იერიშს ავღანეთში ნატოს საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG