Accessibility links

logo-print

გერმანიაში აფეთქებასა და სროლას ოთხი ადამიანი შეეწირა


ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი პოლიციელი დაიჭრა სამხრეთ დასავლეთ გერმანიაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვრებთან ახლოს, ერთ-ერთ შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად მათ ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, შენობიდან უცნობი ქალი გამოიქცა, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ახლომდებარე საავადმყოფოს შენობას და მოკლა საავადმყოფოს თანამშრომელი. მოგვიანებით, თავდამსხმელის ლიკვიდაცია პოლიციამ მოახერხა.

XS
SM
MD
LG