Accessibility links

logo-print

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ტაბაკინის მონასტერში მიმდინარე სამუშაოებს მოინახულებს


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დღეს ტაბაკინის მონასტერში მიმდინარე სამუშაოებს მოინახულებს. სააგენტოს ცნობით, ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში უნიკალურ ხალხურ ფერწერას საფრთხე აღარ ემუქრება. დაახლოებით, ხუთი საუკუნის შემდეგ, მონასტერში სარესტავრაციო პროცესები განახლდა. ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის არქიტექტურის გამაგრებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ შარშან შეასრულა. მიმდინარე წელს კი ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები ხორციელდება.

XS
SM
MD
LG